ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კუთხით მიღწეული შედეგები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს განათლების სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებმა. პროცესი გულისხმობდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მიერ დიაგნოსტიკური თვითშეფასების განხორციელებას ავტორიზაციის სტანდარტებით.