მხარეები კანდიდატზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

21 დეკემბერი 2022, 11:31 500 ნახვა

მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა ოპოზიციის და ქართული ოცნების კონსულტაციები შეთანხმების გარეშე დასრულდა, ოპოზიციას სახალხო დამცველთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის იმედი არ აქვს, ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი კანდიდატის გაყვანას შეეცდება და ომბუდსმენს არჩევა საერთო კონსუსის გარეშე აირჩევენ, რაც ვერ უზრუნველყოფს ევრო რეკომენდაციის მეთორმეტე პუნქტის შესრულებას. როგორც იცით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, თუმცა კენჭისყრა ამ კვირაში უნდა გაიმართოს. "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ისინი კომპრომისზე უკვე წავიდნენ და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი