„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
პარალელურად პოლიციის მეორე განყოფილებაში ინციდენტში მონაწილე ორი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა.