საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გრძელდება, თუმცა არ დრომდე არ ჩანს ოპონენტების მხრიდან საერთო კანდიდატზე შეჯერების პერსპექტივა.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კომპრომისი ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს და ახსენებენ მმართველ გუნდს, რომ კომპრომისი უკუსვლას არ ნიშნავს.
შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს უმრავლესობა. მათი თქმით, მომავალი ომბუდსმენი უნდა იყოს ყველას უფლებადამცველი განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.
სახალხო დამცველის დასამტკიცებლად 90 ხმაა საჭირო, რაც დღეს პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რის გამოც პოლიტიკური კონსესუსის საჭიროება არის გარდაუვალი.