სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

18 დეკემბერი 2022, 17:30 531 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ."ნუ მოკლავ პრეზინდენტს" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა. 

გამაფრთხილებელი პროტესტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ინიციატივით გაიმართა.

მისი თქმით, პერმანენტული და წერტილოვანი აქციები მოეწყობა, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში