მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

18 დეკემბერი 2022, 17:59 551 ნახვა

განზრახ  მკვლელობის  ბრალდებით ხონში 26 წლის  ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად  33 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი