ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდეს. 24-მა ევროპარლამენტარმა ერთობლივი მიმართვა შეადგინა. მათი თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქე ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ.
ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა საქართველომ პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა და აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა რეგიონული როუმინგისა და სპექტრის ხელშეკრულებების გაფორმებაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა.