შიმშილობის მე-3 დღე საკანონმდებლო ორგანოში. ნაციონალური მოძრაობის 4 წევრი მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავს.
მოშიმშილეების თქმით არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამ, სანამ ხელისუფლება მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.