დამტკიცებულია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. პროექტის საბოლოო ვარიანტი 84-ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა უწყებას.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის იზრდება პენსია, ასევე დაგეგმილია ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით.