მიხეილ სააკაშვილის ვივამედში ყოფნის კადრები

15 დეკემბერი 2022, 10:52 416 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.   პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები  გუშინ დღის ბოლოს გაავრცელა, რომლებიც  სხვადასხვა დროსაა გადაღებული.  ერთ-ერთ ბოლო კადრი  12 დეკემბრით თარიღდება.  ქრონოლოგია კი  8 აგვისტოდან იწყება. 

"აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.  

ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს", - წერს პენიტენციური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი