დღეს საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრიან

15 დეკემბერი 2022, 11:41 357 ნახვა

დღეს, პარლამენტში ქვეყნის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.  მთავარი ფინანსური დოკუმენტი  დეპუტატებმა გუშინ განიხილეს, გუშინვე უნდა მიეღო პარლამენტს  დოკუმენტი, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო პროცესი დღეს გაგრძელდება.  

,,ფლანგვის ბიუჯეტია“- ასე ფიქრობენ ენმ -ში, რადგან მათი მოსაზრებით  უამრავი ისეთი ხარჯია, რომელიც  მხოლოდ ქართული ოცნების  ინტერესებზეა მორგებული. მმართველ გუნდში პასუხობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის გათვალისწინებით დაიგეგმა.   

რაც შეეხება პრიორიტეტებს,  დაფინანსება ეზრდება  თითქმის ყველა უწყებას.  2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის იზრდება პენსია, ასევე დაგეგმილია ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში