აჭარის ბიუჯეტს ხვალ დაამტკიცებენ

14 დეკემბერი 2022, 14:40 607 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიას ხურავს. ხვალ რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში ამ წლის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება. დეპუტატები აჭარის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს დაამტკიცებენ. 

რეგიონის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პირველად  ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი იქნება. დეპუტატების უმრავლესობამ უკვე მოიწონა  ბიუჯეტი  და მთავრობის პრიორიტეტული დოკუმენტი, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე გაიტანეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მომავალ წელსაც ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და  ინფრასტრუქტურა იქნება. 

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა განიხილეს ასევე ცვლილებები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში. საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ  საჭიროების შემთხვევაში დეპუტატები რიგგარეშე სესიებზე შეიკრიბებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი