მკვლელობა სალიბაურში , რას ამბობს გამოძიება

12 დეკემბერი 2022, 19:58 1533 ნახვა

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა - მამამთილს, რომელსაც რძლის მკვლელობა ედება ბრალად, ბრალი სავარაუდოდ ოფიციალურად ხვალ წარედგინება. სამართალდამცველებმა ის უკვე გამოკითხეს, და ის ბრალს არ აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.მოკლულ ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ. სოციალური სააგენტოს ფსიქოლოგები ხვალიდან ჩაერთვებიან საქმეში. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი და რას ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და მოკლული ქალის ნათესავები, თემის დეტალები მთავარში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში