ზამთრის არდადეგების პერიოდი განისაზღვრა

12 დეკემბერი 2022, 14:39 4092 ნახვა

უკვე ცნობილია ზამთრის არდადეგების პერიოდი, რომელიც 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე განისაზღვრა. ვინაიდან წელს 14 და 15 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.

სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი. რაც შეეხება საჯარო ბაგა-ბაღებს, აქ სააღმზრდელო პროცესი 29 დეკემბრიდან შეწყდება და 16 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში