ხელვაჩაურის ბიუჯეტი 11 მილიონით გაიზარდა

12 დეკემბერი 2022, 14:28 742 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზარდა და 37 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  2 ახალი სოციალური სახლის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გაწერილი.  

ასევე სტიქიურ  ზონაში მცხოვრები ოჯახების სახლებთან ფერდსამაგრი ნაგებობები აშენდება, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მილიონი ლარია გაწერილი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტულ პროექტებს შორისაა საბავშვო ბაღების  და დაწყებითი სკოლების მოწყობა - რეაბილიტაცია.

კერძოდ დაგეგმილია სოფელ მასაურასა და სოფელ შუა მახინჯაურის  დაწყებითი სკოლების  მშენებლობა, რისთვისაც 700 ათასი ლარი დაიხარჯება, ასევე , 700 000 ლარია გაწერილი სოფლებში წყლის სისტემის მოწყობისთვის. 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება განათლების მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი