წლის ბოლოს 1500 მგვტ ჰესზე გამოვაცხადებთ ტენდერს - პრემიერი

12 დეკემბერი 2022, 14:29 967 ნახვა

გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, რომელშიც, ალბათ, მილიარდზე მეტი დაიხარჯება. წლის ბოლოს 1500 მგვტ ჰესზე გამოვაცხადებთ ტენდერს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პროექტი ჯამში  2,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია იქნება. 

"ბოლო პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ბოლო 5 წელია ჰესების პროექტი იყო გაჩერებული. ამის თაობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შედეგს. გაეშვება 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად პროექტი, რომელშიც, ალბათ, დაახლოებით მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მგვტ-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია.

მომავალ წელს, ასევე, გამოვიტანთ დამატებთ სხვა მეგავატებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ქარის და მზის სადგურებზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრის შექმნაზე და დამატებით თბოსადგურის მშენებლობას ვგეგმავთ. გვინდა, რომ ეს ტენდერებიც გამოვაცხადოთ. ჯამში, ეს დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში