ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
შეხვედრა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მიიღებს.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ მონაწილეები ასევე განიხილავენ, როგორ დააჩქარონ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის, როგორც მწვანე და ციფრული ცვლილებების, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ძირითადი საშუალების შექმნა.