დიდი ხნის დავის შემდეგ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და შიდაპარტიული არჩევნები ჩანიშნეს.
თავმჯდომარეს პარტიაში 28-29 იანვარს აირჩევენ და ეს ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით მოხდება.
პარტიაში სხდომის დასრულების შემდეგ, გარდა თარიღისა და ფორმისა, შეთანხმდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობის წესზეც და წევრების რაოდენობაზეც.