მკვლელობა გურიაში

11 დეკემბერი 2022, 18:02 844 ნახვა

სოფელ ჭანჭათში 46 წლის კაცი მოკლეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი