ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუცია

27 იანვარი 2017, 00:00 1955 ნახვა

დოკუმენტში რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ ცვლილებას, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო მონიტორების შესვლას ეხება, კომიტეტმა მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდა უნდა შეწყვიტოს, ასევე შეწყვიტოს ორი რეგიონის: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია. რეზოლუციაში ასევე საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა გამოიძიოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ყველა შემთხვევა. ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნული ჩანაწერის ამოღება მოითხოვეს, თუმცა კომიტეტმა ეს არ გაითვალისწინა. ერთ-ერთი პარაგრაფი რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის საკითხსაც ეთმობა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი