პარლამენტი ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება. მთავარი კრიტერიუმები გაწერილია - დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.
სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება - ანუ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კონსენსუსი. როგორ აირჩევენ ახალს? მიაღწევენ თუ არა შეთანხმება მხარეები, როცა ვერცერთ საკითხზე კონსენსუსი ჯერ ვერ შედგა.
პროცესს უარყოფითად აფასებს ომბუდსმენობის კანდიდატების ნაწილი და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.