საერთაშორიო სამედიცინო კონფერენცია

10 დეკემბერი 2022, 11:30 999 ნახვა

ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა -  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა შეკვეთილში. კონფერენციას ქართველ მედიკოსებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მათ ონკოდაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ბირთვული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის მეთოდები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია   კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაა.

კონფერენციას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. მისი განცხადებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აჭარაში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, რაც სამედიცინო მომსახურების არეალს გაზრდის. მინისტრმა ისაუბრა ასევე იმ პროგრამებზე, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში სახელმწიფო პროგრამების პარალელურად ახორციელებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი