პატიმარი ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კომენტარებს აღარ გააკეთებენ.
დღეს ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი ნაწილია და პოლიტიკოსებმა ამ თემაზე კომენტარი არ უნდა გააკეთონ.
ოპოზიციის ნაწილი კი სწორედ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას და მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებსაც პასუხი გაეცეს, და რომ ნახოს ყველამ რა მდგომარეობაში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი.