იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების მოსმენა

09 დეკემბერი 2022, 12:05 755 ნახვა

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ეხება და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი  ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის  წინასწარი დასკვნის შემდეგ  დადგა დღის წესრიგში.  საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება  ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელზეც როგორც უკვე გითხარით  საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ. თუმცა ამის გარდა,  დღესვე კანონმდებლებს  მუშაობა ევროკომისიის კიდევ ერთ პუნქტზე მოუწევთ. 

მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში   არამოსამართლე წევრობის მსურველებს უნდა მოუსმინონ.  ევროკავშირის  მიერ გაცემულ დავალებაში, რომელიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ ნათქვამია, რომ რეფორმები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი