თამარ გაბუნია - გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა არ დგას

09 დეკემბერი 2022, 11:14 497 ნახვა

კლინიკებსა და პოლიკლინიკებში გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფიქრობს რომ გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში  სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა არ რის.  

თამარ გაბუნია ამბობს, რომ  ვირუსის ჩვეულებრივზე მაღალი გავრცელება, ამ ეტაპზე არაა.  მედიკოსების რჩევაა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ავად არის, არ გაუშვათ სკოლაში ან საბავშვო ბაღში, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი.

აქვე გეტყვით, რომ ხვალამდე გრიპის ვაქცინა ყველასთვის უფასოა,  10 დეკემბრის შემდეგ  კი   ვაქცინის დარჩენილი დოზები შეინახება და მას მხოლოდ მაღალი რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის გამოიყენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში