30 წლის შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპული რევაზ კვარაცხელია დღეს ბათუმში დაკრძალეს

08 დეკემბერი 2022, 14:36 1156 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რევაზ კვარაცხელიას ნეშტი ბათუმში ჩამოასვენეს.

30 წლიანი ლოდინის შემდეგ იგი ოჯახმა განთიადში დევნილთა  სასაფლაოზე დაკრძალა. მის ხსოვნას პატივი ახლობლებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის  სამმართველოს  თანამშრომლებმა მიაგეს. რევაზ კვარაცხელია ომის ვეტერანი იყო  და  1992 წელს  გაგრის აღების დროს დაიღუპა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში