უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

08 დეკემბერი 2022, 09:57 838 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს.

ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და ქართველი მებრძოლი პირველ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ.

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი