გაფართოებული შეკრება ნაციონალურ მოძრაობაში

07 დეკემბერი 2022, 18:15 690 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე შუამდგომლობის განხილვა სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართება. სასამართლო პროცესის პარალელურად კი გაიმართება აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა პარტიის ლიდერები ნიკა მელიას მიმართვის შემდეგ შეიკრიბნენ. პარტიის ოფისში იმყოფებოდა გიორგი მუმლაძე, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც პარტიის წევრი არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, იგი მოიწვია ნიკა მელიამ. შეხვედრას არ ესწრებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პარტიის მხარდამჭერებს ხვდება ერთ-ერთ რეგიონში. სწორედ დღევანდელი შეკრების შემდეგ გაირკვევა რას აპირებს ენმ 9 დეკემბრამდე და 9 დეკემბრის შემდეგ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი