ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნა

06 დეკემბერი 2022, 14:20 1803 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ ფერიაში მცხოვრები შარაშიძეების 5 წევრიანი  ოჯახი საგზაო დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ოჯახის  ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე,  მეწყრულ საშიშ  ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა, ადგილზე მისულმა კომპანიამ ფერდს საძირკველი გამოაცალა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ  ტენდერი არა შარაშიძეებთან, არამედ ხელვაჩაურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის საცხოვრებელთან ფერდსამაგრ სამუშაოებზე იყო გამოცხადებული და კომპანიამ სამუშაოები იქ გააგრძელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ  თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

ადგილზე დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები  იმყოფებოდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს უმოკლეს ვადაში მოახდინოს რეაგირება მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახის პრობლემაზე.

საავტომობილო დეპარტამენტში წერილობით განმარტეს, რომ  ხელვაჩაურში, სოფელ ფერიაში-მნათობი-ხოხბების დასახლებაში ფერდსამაგრი კედლის მოწყობასთან დაკავშირებით შესყიდული იქნება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით მომავალ წელს  განხორციელდება კედლის მშენებლობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში