საზღვაო აკადემიაში სასწავლო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც გემთმფლობელი დამსაქმებელი კომპანია ქუინსვეი ნავიგეიშენ-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მეზღვაურები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სფეროს მიღწევებს განიხილავენ. კონფერენციის მიზანი ცოდნის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და ახალი კადრების დასაქმებაა.
მომავალი მეზღვაურები საჭირო ინფორმაციას დამსაქმებლებისგან იღებენ.