ახალი საბილეთო სისტემა

26 იანვარი 2017, 00:00 3111 ნახვა

ბათუმის ავტო ტრანსპორტში სიახლეა. იცვლება სატრანსპორტო ბარათები და გადახდის ტერმინალები. ამიერიდან ლიბერთი ბანკის ტერმინალებს საქართველოს ბანკი ჩაენაცვლება. ახალი სამგზავრო ბარათების დამზადება გორგასლის, ქუჩაზე არსებულ საქართველოს ბანკის ფილიალში ხდება. გამონაკლისია სტუდენტთა და მოსწავლეთა ბარათები, რომლებიც სასწავლებლიდან ცნობისა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად ნებისმიერ ფილიალში მომზადდება. ბათუმში მგზავრობა თბილისის სატრანსპორტო ბარათების საშუალებითაც იქნება შესაძლებელი. იოლდება ბარათზე თანხის ჩარიცხვა და იგი მომენტალურად აისახება ბალანსზე.საზოგადოებრივ ავტობუსებში ახალი ტერმინალების განთავსება 5 თებერვლმადე დასრულდება. მგზავრობის ტარიფები უცვლელია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი