სალომე ზურაბიშვილის პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება, ამის შემდეგ კი მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტები განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
ამის გარდა სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.