ქობულეთის მერიის 2022 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. საახალწლო ღონისძიებების აღსანიშნავად მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 135 ათასი ლარი გამოყო.
ქობულეთის მერის მოადგილემ სხდომაზე აღნიშნა, რომ წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები იგეგმება.
ცვლილებებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრს. სოლომონ ბაჯელიძემ განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ნაჩქარევად თანხების ზრდა ეჭვებს ბადებს.
ოპოზიციონერი კოლეგის პრეტენზიას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ არ უპასუხა. დავით მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის არც ერთ წევრს სხდომის მსვლელობისას შენიშვნა საჯაროდ არ დაუფიქსირებია.