ენმ აუქციონის წინააღმდეგ

26 იანვარი 2017, 00:00 3146 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის კუთვნილი შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ. რეზო ხარაზის მტკიცებით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ობიექტის შესყიდვით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, სტუდენტები კი, რომლებიც იქ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, თავშესაფრის გარეშე დარჩებიან. პარტიაში ირწმუნებიან, რომ სავარაუდოდ უნივერსიტეტს არც სანაცვლო ალტერნატიულ ფართს გადასცემენ, რადგან ტერიტორიაზე, სადაც რექტორის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ახალი კორპუსი უნდა აშენდეს, სპორტკომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. რეზო ხარაზის განცხადებებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი