შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

16 მაისი 2016, 00:00 7744 ნახვა

შსს-მ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში 36 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი