პარლამენტის თავმჯდომარე: „33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს და ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია“ 

05 დეკემბერი 2022, 12:01 552 ნახვა

საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგი - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში 6 ქართველის მებრძოლის დაღუპვას.  შალვა პაპუაშვილი დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.     

ოკუპანტებთან მძიმე ბრძოლას ბახმუტთან რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია შეეწირნენ. ისინი იქ, სადაც ამჟამად ყველაზე რთული ბრძოლებია, პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ.

უკრაინაში მყოფი მებრძოლები ამბობენ, რომ ტერიტორიიდან ცხედრების გამოყვანა ინტენსიური ცეცხლის  გამო შეუძლებელია.

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს, 33 ქართველის სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი