ხელვაჩაურში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 250 ოჯახი ქირით აგრძელებს ცხოვრებას. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას ხელვაჩაურის მერიამ გაიყვანა, თითოეული ოჯახის კომპენსირებისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300-300 ლარი იხარჯება.
ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მერიას კიდევ 10-მდე ოჯახმა მიმართა.
აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გადაწყდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თუ რა სახის დახმარება გაეწევათ.