OSCE-ს განცხადება საქართველოზე

03 დეკემბერი 2022, 17:02 620 ნახვა

ეუთოს მინისტერთა საბჭომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა დაადასტურა. ეუთო საქართველოს მეგობართა ჯგუფმა აღნიშნა, რომ გმობენ 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ  და გამოთქვამენ შეშფოთებას აფხაზეთისა და სამხრეთ რეგიონების სამხედრო ოკუპაციის გამო.

ეუთო საკუთარ განცხადებაში ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის საკითხსაც ეხმაურება და გმობს ყველა ე.წ. პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომე ეუთო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების გამო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი