სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს 

02 დეკემბერი 2022, 16:01 544 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნიმუშები აიღეს.

გამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

"ნიმუშები ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა გამოთქვა და შემდეგ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, მე იურისტი გახლავართ", - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

კლინიკა "ვივამედში" მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიციის გასაგებად და ნიმუშების ასაღებად ცოტა ხნის წინ მივიდა. გამომძიებლის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებას სთავაზობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი