სამუშაო ჯგუფი ნაციონალურ მოძრაობაში მუშაობას დღეს ამთავრებს. ამ წუთებში მიმდინარეობს არჩევნების დეტალების დაზუსტება, რომლებსაც შემდგომში პოლიტ საბჭოს გააცნობენ. რაც შეეხება არჩევნების გადატანის საკითხს, ნაციონალურ მოძრაობაში აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს არჩევნების გადატანა ,მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა, პარტიისთვის მეტად სასარგებლო იქნება.