ახალი შეთავაზებები

26 იანვარი 2017, 00:00 3351 ნახვა

დღეიდან თხილვანაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სპეციალურმა კომისიამ უნდა იმუშაოს. კომისიის წევრები ადგილობრივებთან  მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, თუმცა ახალი შეთავაზებით. რეგიონის პირველი პირი თხილვანის მოსახლეობას, მეზობელ სოფლებში ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. უსაფრთხო ტერიტორიის მოძიების შემთხვევაში ზურაბ პატარაძე სტქიის ზონაში მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ სახლების გადატანისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯებს მთლიანად აჭარის მთავრობა გაიღებს. რეგიონის პირველი პირის წინადადება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თხილვანელთა ნაწილი შეთავაზებას ამ დრომდე არ თანხმდება. მათ შორის ის ოჯახები, რომლებიც დაუყოვნებლივ განსახლებას საჭიროებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი