შეხვედრა კრიპტოვალუტის ბირჟის Binance-ის აღმასრულებელ დირექტორთან

30 ნოემბერი 2022, 14:50 391 ნახვა

პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას.  

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის.  

მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში