ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება

30 ნოემბერი 2022, 12:01 506 ნახვა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ,  რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად  ნატო ხელახლა ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და  ინარჩუნებენ  ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. 

,,დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რამდენადაც ნატო აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და გამძლეობის შესაქმნელად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად“ - ნათქვმია განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი