ვიცეპოლკოვნიკი გია ცერცვაძე, შესაძლოა, ხვალ, კიევის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესის დასრულებისთანავე გაათავისუფლონ. აღნიშნულ განცხადებას გივი თარგამაძე აკეთებს. მისი განმარტებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის გენერალურ პროკურორთან, რომლისგანაც ქართველი ვიცეპოლკოვნიკის გათავისუფლების გარანტია მიიღო. საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთეს გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მღებრიშვილმა.