საპროტესტო აქცია, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ვაჟა ხინიკაძის ოჯახის წევრებმა, ამ ფორმით დღეს პროტესტი მანამ გამოხატეს, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბრალდებულის ნათესავები, მის დაკავებას, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას უკავშირებენ.