ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბუქარესტში

29 ნოემბერი 2022, 19:31 550 ნახვა

“ჩვენი პარტნიორები უსაფრთხოდ თუ არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით. ომის გამო უფრო მნიშვნელოვანი გახდა პარტნიორობა”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბუქარესტის მინისტერიალზე განაცხადა. იენს სტონტელბერგმა მხარდაჭერის გასაძლიერებლად უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დაანონსა. ბუქარესტის სამიტზე, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები გლობალურ პრობლემებზე ისაუბრებენ, განხილვის მთავარი თემა კი უკრაინის ენერგეტიკული კრიზისია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში