2023 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

29 ნოემბერი 2022, 11:11 670 ნახვა

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება. შეხვედრები უკვე გაიმართა  გონიო-კვარიათის, აეროპორტის, სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დღეს კი, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მწვანე კონცხის, ბონი-გოროდოკისა და თამარის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნობა.

მერიის ინფორმაციით,  გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად  10 დეკემბრამდე წარედგინება.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 280 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოვლა-შენახვა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობაა. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი