უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს - უკრაინული მედია

29 ნოემბერი 2022, 10:36 534 ნახვა

უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს.

მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი