მთავრობის ახალი ინიციატივები

28 ნოემბერი 2022, 19:44 665 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა  2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე  გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ    მომავალ  წელ სოციალური მიმართულებითაც იზრდება  დახმარებები. კერძოდ, საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. ოჯახი, თითო ბავშვზე დახმარების სახით ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.  თქვა,  ისიც რომ  საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და, რომ  უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა. ცნობილი ხდება , რომ   200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით.  ისაუბრა კულტურულ ღონისძიებებზეც და განაცხადა ,  რომ    გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც".  ამ მიზნით მთავრობა გამოყოფს 70 მლნ ლარს. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი