გაიგზავნოს თუ არა ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი? ევროპელი პარტნიორების მოწოდებაზე აზრი პოლიტიკოსებს შორის ორად არის გამოყოფილი, მათ შორის ოპოზიციაშიც. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიაში ორივე კანონპროექტი უნდა გაიგზავნოს, პარლამენტმა კი მიიღოს ის, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება.
საპარლამენტო უმცირესობის მეორე ნაწილისთვის კი გაუგებარია, რატომ არ აგზავნის ვენეციის კომისიაში დოკუმენტს მმართველი გუნდი.
ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტიაში დოკუმენტის გაგზავნასთან დაკავშირებით ჯერ მკაფიო პოზიცია არ აქვთ.
ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან მათ შორის იმაზე, თუ რა პროცედურები მიმდინარეობს უკრაინულ მოდელთან მიმართებაში.
აქვე გეტყვით, რომ დღეს კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავენ.